სიახლები

05-10-2019:   ექსკურსია "ნავენახევის მღვიმე"-ში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის ქიმიკოსთა კლუბის მე-8 კლასელმა წევრებმა ექსკურსიით მოინახულეს ნავენახევის მღვიმე, დაათვალიერეს ...


ნანახია 2281-ჯერ

24-05-2019:   "გაზაფხული 2019"

ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა, სასწავლო წლის დასრულებას აღნიშნავს ღონისძიებათა კვირეულით, რომელშიც ...


ნანახია 2375-ჯერ

პროექტები და პრეზენტაციები

25-05-2022:   ქიმიკოსის დღე 2021-2022

ტრადიციისამებრ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში მაისის თვის ბოლოს გაიმართა ქიმიკოსის კლუბ "ვერტყვიჭალელი ქიმიკოსუნების" მიერ სასკოლო პროექტის "გარემო, კლიმატური ცვლილებები და საზოგადოება" პრეზენტაცია, მოსწავლეებმა ისაუბრეს დედამიწაზე შექმნილ კლიმატურ პრობლემებზე და პრევენციის გზებზე, გარდა ამისა წარმოადგინეს "ქიმიის გაკვეთილი" ცეკვით და ბოლოს ღონისძიება დაასრულეს იმიტირებული ფეიერვერკით.


14-05-2021:   ქიმიკოსის დღე 2020-2021

კლდეეთის საჯარო სკოლის ქიმიკოსის კლუბ კლდეონის მე-10 და მე-11 კლასების წევრებმა ქიმიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში წარმოადგინეს სხვადასხვა სახალისო აქტივობები: ქიმიის გაკვეთილი მე-11 კლასში ცეკვით, ჩაატარეს ექსპერიმენტები სასარგებლო რჩევებზე, როგორ გავარკვიოთ ზეთი წყლიანია თუ არა, მარილი იოდიზირებულია თუ არა, მოაწყვეს გამოფენა მათ მიერ მიღებული პროდუქტების: სუნამო, კამფეტი, შოკოლადი. უპასუხეს თემატურ კითხვებს ქიმიის პარადოქსებიდან, გამოიცნეს თემატური სიტყვები ხმაურში ტუჩების მოძრაობით, ბოლოს მასწავლებელმა გადასცათ სიგელები სხვადასხვა ნომინაციებში წლის საუკეთესოს შეფასებებით (წლის უარყოფითი იონი, წლის ნეიტრალური ატომი, წლის პრეზენტაცია და ა.შ.) და აუდიტორიასთან ერთად იხალისეს. (იხილეთ ბმული https://photos.google.com/?tab=mq&pageId=none&pli=1)


 

ექსპერიმენტები

21-04-2020:   ექსპერიმენტი შოკოლადის დამზადება

არასტანდარტული და სახალისო აქტივობებით მოსწავლეებში იზრდება თემის შესწავლისადმი მოტივაცია, ხდება საგნის პოპულარიზაცია, ცხოვრების განსაცდელებთან გამკლავებისათვის მზადება. სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ცილების, ცხიმებისდა ნახშირწყლების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და გამოყენების გაღრმავებული შესწავლა შოკოლადის დამზადების მაგალითზე, რითაც ასევე ხდება მზადება კათედრაზე დაგეგმილი სხვა ღონისძიების - გამოფენისათვის.


ნანახია 1630-ჯერ